შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება.
„ასევე, გაცნობებთ, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის მიმამრთულებით, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები – გომი-საჩხერე ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით, “- ნათქვამი განცხადებაში.