რიკოთის უღელტეხილზე სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ერთი მუშა დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. გარდაცვლილი ჩინეთის, დაშავებული კი საქართველოს მოქალაქეა.
შემთხვევა საამქროში მუშაობის დროს მოხდა.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.