რიკოთის უღელტეხილზე სპეციალური რეჟიმი უქმდება. მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გადაადგილება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტს მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149 კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები.
სპეციალური რეჟიმი გაუქმდა მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი კვლავ ძალაშია, თუმცა 4 საათით იზრდება.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00-დან 07:00 საათამდე.
რიკოთის საუღლტეხილო მონაკვეთზე 24-საათიანი მონიტორინგი გაგრძელდება.