გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, რიკოთზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132-კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
ამასთან, თოვლისა და ლიპყინულის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – ნათქვამია განცხადებაში.