რიო დე ჟანიეროში 31 წლის ქართველი მეზღვაური მოკლეს - ბრაზილიური მედია

პუბლიკა

რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური, 31 წლის ილია კახაბერიძე მოკლეს, – ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ცხედარი 30 მაისს, რიოს ცენტრში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს. სასტუმროს თანამშრომელმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ნახეს კამერების ჩანაწერებიც, სადაც სავარაუდო დამნაშავე ჩანდა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი უოლას დე ოლივეირა დააკავა, რომელიც სასტუმროს კამერებში დააფიქსირეს.

ბრაზილიური მედიის ცნობით, დაკავებულს თან ჰქონდა მოკლულის 3 საბანკო ბარათი, პირადობის მოწმობა და სხვა ნივთები.

„პუბლიკა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, საელჩო კონტაქტზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცველებთან და განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.