რის გადამტრიალებლები და რევოლუციის მომწყობები ხართ - ყაველაშვილი ოპოზიციას

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრმა უმრავლესობიდან, მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციაზე ისაუბრა.

მიხეილ ყაველაშვილმა დეპუტატ თამარ ჩარკვიანს მიმართა და უთხრა, რომ როგორ უნდა დაუჯეროს ხალხმა ან მმართველმა პარტიამ ოპოზიციას, როდესაც „მეგის ქარდავას პარტიის გულშემატკივრები გახდნენ“.

„როგორ გინდათ, დაგიჯეროთ, მაგრამ ვიცით… იცით, რა ვიცით? რომ უნდა დაუჯეროთ მიხეილ სააკაშვილს ჩვენზე გამარჯვება წარმოუდგენელია ამ ძალით და ამ დამოკიდებულებით. გამორიცხულია, არც მოგცემთ ამის საშუალებას ქართული საზოგადოება, მხოლოდ რევოლუცია…  და აუბით მხარი მიხეილ სააკაშვილს, სხვა გზა არ გაქვთ, სხვა შანსი არ გაქვთ, რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ.

ამ პატარა პარტიებს, რომლებიც ხან იქით არიან, ხან აქეთ არიან, დღევანდელი აჯაფსანდლის არ იყოს. ჩამოყალიბდით, რადგან მიბმული იქნებით ამ ძალასთან. ვერასოდეს ამ ქვეყანაში ვერ იქნებით პოლიტიკასა და ხელისუფლებაში, ამას ვერ დაივიწყებს ქართული საზოგადოება, მხოლოდ რევოლუცია… და ნახეთ აბა, ვერცერთხელ ვერ შეაგროვეთ…  ნახეთ, რა დღეში ხართ, რის გადამტრიალებლები და რის რევოლუციის გამკეთებლები ხართ, არაფრის მაქნისები ხართ”, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

მან საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს მიმართა, რომ სანამ დროა გაემიჯნონ სააკაშვილს, რადგან მას მხოლოდ რევოლუცია უნდა.