ოპოზიცია ხელისუფლებისგან განმარტებას მოითხოვს, რატომ გაიცა საშვი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახელზე და ვინ გასცა ამის ბრძანება, ამ მოთხოვნით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა კახა კოჟორიძემ მთავრობის კანცელარიაში განაცხადება შეიტანა.
„ჩვენი მთავარი კითხვაა, როგორ მუშაობს სისტემა, აძლევს მას ამ დარღვევის ასე „გატარების“ საშუალებას, თუ სამართლებრივ რეაგირებას ახდენს. სამართლებრივად თუ არ რეაგირებს, თუ სამართლდამცავებმა იციან, რომ ვიღაცა არღვევს კანონს და მაინც არანაირი რეაგირება არ აქვთ, მათი მხრიდან შეიძლება ეს იყოს დანაშაული, სამსახურებრივი გულგრილობა, მინიმუმ, როდესაც შენ სამსახურებრივად გევალება სამართლებრივი რეაგირება და ამას არ აკეთებ, შენ თვითონ ჩადიხარ დანაშაულს და ამ შემთხვევაში სწორედ შსს-ს შესაბამისი თანამდებობის პირები, რომლებსაც ეკისრებოდათ და ევალებოდათ, კანონის თანახმად, ასეთი ტიპის ფაქტებზე რეაგირების მოხდება და ასე გაუნძრევლად არიან და ყოველგვარი რეაგირების გარეშე ტოვებენ ამ ამბავს, თავად სჩადიან სავარაუდოდ დანაშაულს“, – აცხადებს კოჟორიძე.
ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ ყოფილ მთავარი პროკური ოთარ ფარცხალაძეს საგანგებო მდგომარეობის დროს ქუჩაში მანქანით გადაადგილდება ენმ-ის წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გადაიღო და გაავრცელა.