რის შემომტრიალებლები არიან, ნორმალური ავტორიტარული რეჟიმი ვერ დაულაგებიათ - გახარია

პუბლიკა

„რის შემომტრიალებლები არიან, (ქვეყნის კურსის) ნორმალური ავტორიტარული რეჟიმი ვერ დაულაგებიათ, მაგრამ ხომ ცდილობენ”. – ასე დაახასიათა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველს ხელისუფლება.

მისი თქმით, ამის დამდასტურებელი იქნება ის, დეკემბერში ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს თუ ვერა.

გახარია ამბობს, რომ მას მარტივი გეგმა აქვს, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება:

  1. ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
  2. ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ 2024 წელს ჩატარდეს ნორმალური არჩევნები, ისეთი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ნებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 85%-ს სურს ევროპული გზა.
  3. ამ არჩევნებს შემდგეომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალურ მდგომარეობაში.

ამის შესახებ გიორგი გახარია ტელეკომპანია „პირველის” გადაცემაში საუბრობს.