აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი ჯიმ რიში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას ეხმაურება. აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი, ჯიმ რიში, Twitter-ზე წერის, რომ დღევანდელი სანქცირებები ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისაღები.
„სწორედ ის დროა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა დაიწყოს. დღევანდელი სანქცირებები ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისაღები. გავაგრძელებ ქართველი ხალხის სურვილების მხარდაჭერას, განაგრძონ სვლა უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე მომავლისკენ.” – წერს რიში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოსამართლეს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.
It’s about time the State Department begins to hold #Georgia’s corrupt judges to account. Today’s designations are long-overdue, but very welcome. I will continue to support the desires of the Georgian people to move to a more democratic and transparent future.????
— Senate Foreign Relations Committee Ranking Member (@SenateForeign) April 5, 2023