რისი გაკეთება უნდა ივანიშვილს, თუ პოლიტიკიდან დროულად წასვლა მოახერხა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, მსოფლიოს ერთი დიდი პრობლემა აქვს – დედის ინსტიტუტის დანგრევა. მისი თქმით, გენდერული თანასწორობა დღეს მოდაშია, თუმცა პოლიტიკიდან წასვლის მერე აპირებს, ქართველ ხალხს მოუწოდოს, რომ ბავშვები დედებმა აღზარდონ.

„მთელი მსოფლიო ერთ დიდ პრობლემას განიცდის. ამდენი დამაწყნარებელი, რაც ერთ წელში იყიდება, ასეულობით წელი არ გაყიდულა მგონი. პრობლემა თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ არავინ დამნახავი არაა – დედის ინსტიტუტის დანგრევამ ძალიან ბევრი ფასეულობები დაანგრია და დაარღვია… თუ მე მოვახერხე და დროულად წავედი პოლიტიკიდან, დარჩენილი წლები მინდა, რომ ამას მოვახმარო და ქართველებს და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ.

ამის გარეშე, კარგია, ეს გენდერული თანასწორობა, რომ დღეს მოდაშია. ეს გენდერული იმდენად მოდაშია, რომ ეს სიტყვა რომ ვთქვათ, ალბათ ვერც გავუძლებ. ემანსიპაცია, ის რაც ამან მოიტანა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ადამიანის აღზრდაში.. არ მინდა ახლა, აღარ განვვითარდები ამ მიმართულებით. ყველაზე მეტი დანახული აქ მაქვს“, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.