„სიმშვიდის საფუძველი სამწუხაროდ ჯერ არ არსებობს, მიზეზთა გამო საფრთხეებისა და რისკის განსაკუთრებული ზონაა სამეგრელო, ზუგდიდი, აქ კიდევ უფრო მეტი ყურადღება გვმართებს ყველას და ამიტომ, კიდევ უფრო მეტად მკაცრდება აქ მოთხოვნები”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ განაცხადა.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავარია, ახლა არსებული შედეგი იქნას შენარჩუნებული.
“ახლა მთავარია შევინარჩუნოთ არსებული შედეგი, არ მოვეშვათ, გული ფუჭად არ დავიარხეინოთ და უგულისყურობით არ გავაფუჭოთ ის , რასაც უზარმაზარი საერთო ძალისხმევითა და მობილიზებით მივაღწიეთ ამ მომენტამდე. სიმშვიდის საფუძველი სამწუხაროდ ჯერ არ არსებობს, ვირუსი უფრო და უფრო პროგრესირებს და სულ უფრო მეტ ადამიანს მოიცავს მთელს მსოფლიოში. მიზეზთა გამო საფრთხეებისა და რისკის განსაკუთრებული ზონაა სამეგრელო, ზუგდიდი, აქ კიდევ უფრო მეტი ყურადღება ამიტომაც კიდევ უფრო მეტად მკაცრდება აქ მოთხოვნები”,- აცხადებს მერაბ ქვარაია.