ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, ელექტროსამუშაოებისას დაშავებული რკინიგზის თანამშრომელი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ტარდება კვლევები. დაზიანებულია კიდურის სხვადასხვა ნაწილი, არის მოტეხილობები და დამწვრობა. გაეწია პირველადი დახმარება. არის სტაბილური, პარამეტრები ექვემდებარება მართვას. დასჭირდება ქირურგიული ჩარევა”, – განაცხადა ირაკლი გოგინავამ.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, შემთხვევა დღეს ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა – დაიღუპა საქართველოს რკინიგზის 2 თანამშრომელი, ელენტრომონტიორები. ასევე, დამწვრობა მიიღო ერთმა ელექტრომონტიორმა.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.