საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110 კილოვატიანი ხაზი გაწყდა, რომელიც დაეცა რკინიგზის საკონტაქტო ხაზს და დააზიანა. კომპანიის ცნობით, ამჟამად გაჩერებულია 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი.
ესენია:
- თბილისი-ბათუმი;
- ბათუმი-თბილისი;
- თბილისი-ფოთი;
- ზუგდიდი-თბილისი.
როგორც საქართველოს რკინიგზა ამბობს, სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. მათივე თქმით, ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარალელურად კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები – მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება.