„როცა არის გადაუდებელი აუცილებლობა, პოლიციელს აქვს უფლება, გამოიყენოს ჭავლი“ - შს მინისტრის მოადგილე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა სამინსიტროში ბრიფინგი გამართა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იყვნენ თუ არა ცესკოსთან შეკრებილები გაფრთხილებულები წყლის ჭავლის გაშვებაზე.

კახაბერ საბანაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, როცა გადაუდებელი აუცილებლობაა, პოლიციელის ან სხვა პირის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება, პოლიციას აქვს უფლება, გამოყენოს ჭავლი.

„კანონი პოლიციის შესახებ 31-ე მუხლის თანამხად, იმ შემთხვევაში, როცა არის გადაუდებელი აუცილებლობა და როცა შესაძლებელია, ძალადობამ გამოიწვიოს პოლიციელის ან სხვა პირის სიცოცლხისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს ჭავლი, სპეციალური საშუალება, მათ შორის“, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.