საპატიმროს დატოვების შემდეგ გიგი უგულავამ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის კითხვას – არის თუ არა მისი შეწყალება საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგი? – უგულავამ უპასუხა:
„ტესტი პოლიტპატიმრის საქართველოშიც და თავისუფალ სამყაროშიც მარტივია – ეს არის ევროსაბჭოს დადგენილება და ეს არის თავისუფალი სამყაროს მიერ ასეთად ცნობა. ჩვენ ამას ვხედავთ, რომ ეს ასეა. ამის პასუხად ერთადერთი ივანიშვილს შემიძლია მისთვის გასაგები ენით ვუთხრა – როცა გეუბნებიან, რომ ჩაინიკი ხარ, ერთი ადგილიდან ბოლი უნდა გამოუშვა, მთელმა მსოფლიომ უთხრა რომ ჩაინიკია და შესაბამისად, უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა გიგი უგულავამ. მან ასევე მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა, შემინახა. სხვათა შორის „იმედი“ თუ არის აქ, იქ სპეციალური რუბრიკაა ივანიშვილის მადლობის და სადმე სოფო კილაძესა და წულუკიანს შორის ჩამაკვეხეთ“, – თქვა უგულავამ.