„როცა კლასში დადიოდა ის ქობულეთელი გოგო, პედაგოგმა რა გააკეთა? ან სოცმუშაკმა? ან მერი სად იყო?“- წულუკიანი

პუბლიკა

საქართველის პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. პარლამენტის განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გამოსვლისას მინისტრს უთხრა, რომ მას არ აქვს კითხვა მასთან, აქვს შეეთავაზება.

თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურს და უწყების თანამშრომლებს კარგი მუშაობისთვის. მან ასევე აღნიშინა, რომ ოჯახში ძალადობის საკითხები არ არის მხოლოდ ერთი სამინისტრის ბრალი და თემა.

„მე არ მაქვს კითხვა, უბრალოდ კარგი იქნებოდა, იდეას შემოგთავაზებდით, თუ ამას გაიზიარებდით – განათლების სამინისტროსთან, სოციალურ სააგენტოსთან ცოტა უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ ყველამ ერთად, რომ მუდმივად საზოგადეობას არ ეგონოს, რომ  ნებისმიერი შემთხვევა არის შინაგან საქმეთა სმაინისტროს თემა და ბრალი.

ჩვენ სტამბულის კონვენციის რატიფიცირება … და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ დიდ დოკუმენტზე ხემოწერის პატივი მხვდა წილად, 2014 წელს, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს. ამ კონვენციის რატიფიცირება არ გაგვიკეთებია ჩვენ იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობა ისევ ყველას ეგონოს, რომ არის პოლიციის თემა და ბრალი მხოლოდ. ამ კონვენციის რატიფიცირება იმიტომ გავაკეთეთ, რომ ეს თემები გამხდარიყო უწყებათაშორისი თემები.

როცა მასწავლებელს კლასში დაუდის ის ქობულეთელი გოგო , მე მაინტერესებს და პირდაპირ დავუსვამ კითხვას, მინისტრი რომ გვეყოლება, რა გააკეთა მასწავლებელმა?  ჩვენ პირდაპირ ჩავუწერეთ სტამბულის კონვენციის რატიფიცირებისას მასწავლებელს და დირექტორს ვალდებულება, რომ ეს გამოავლინოს.  ან რას აკეთებდა სოცმუშაკი?

ეს არ არის ერთი სამინისტროს თემა, ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ მაქვს ამის უფლება შემოგთავაზოთ, რომ ამ უწყებებთან თქვენ აიღოთ ინიციატივა, რომ ყველამ თავისი საქმე სათანადოდ შეასრულოს. ან მერი? სად იყო მერის წარმომადგენელი იმ კონკრეტულ სოფელში და უბანში, არ იცოდა, ოჯახში რა ცოდვის განკითხვა ტრიალებდა“, – მიმართა თეა წულუკიანმა ვახტანგ გომელაურს.