როცა პატიმარს სურს დარჩეს იქ, სადაც მას არ ეკუთვნის ყოფნა, ეს არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ – კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაწერასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შემდგომი მკურნალობა დასრულდა, მას კი სურს, კვლავ დარჩეს კლინიკაში.

„მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, მას უნდა, რომ იყოს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე სხვა პატიმრები. ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა. მე მგონი, ეს ასე არ უნდა იყოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან და არავინ არ უნდა იყოს განსაკუთრებულად პრივილეგირებული.

როდესაც არსებობს კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ  ე.წ. რეფიდინგი, ანუ შიმშილობის შემდგომი მკურნალობა დასრულდა ორი კვირის წინ და პატიმარს კვლავაც სურს, დარჩეს იქ სადაც მას არ ეკუთვნის ყოფნა, ეს არ უნდა დაუშვას, ბუნებრივია, სახელმწიფომ.  სახელმიფოს მიდგომა იქნება ისეთი, როგორიც დაეფუძნება თანასწორობის პრინციპს“,  – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.