ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეხმაურება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს და ხსნის, თუ რატომ არის ის რუსული.
„ბევრი მსჯელობა არაა მგონი საჭირო, რაიმე კანონი, ინიციატივა, ქმედება გვაშორებს ქვეყნის მთავარ, ისტორიულ მიზანს ე.ი. მავნებლობაა, ღალატია და არაკონსტიტუციურია. მესმის მსგავსი კანონი არსებობს ამერიკაში და რუსეთშიო. პირველი იცავს ამერიკას 1938 წლიდან ნაცისტური, საბჭოთა და ტერორისტული საფთხეებისგან. მეორე კანონი „იცავს“ რუსეთს ამერიკის და ევროკავშირისგან. ჩვენთან კანონი „დაიცავს“ ქვეყანას ასევე ამერიკისგან და ევროკავშირისგან მომავალი საფრთხეებისგან. ლოგიკა მარტივია – კანონი მაშასადამე რუსულია“,- წერს კულუმბეგოვი.
გუშინ, 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი მოძრაობა „ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“
კანონპროექტების განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობაში და გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. დღის ბოლომდე პოლიციამ პარლამენტის გარეთ აქციის 36 მონაწილე დააკავა. მათ შორის იყვნენ “ტაბულის” და “პუბლიკის” ჟურნალისტები.