როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ - გახარია

პუბლიკა

„როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია.

დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტრის, მიხეილ სააკაშვილის შესახლების კადრებ გაავრცელა.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, კადრები ასახავს შესახლებისა და მინისტრისვე შეფასებით, სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, ასევე სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს.