ციხეში შესვლისას, მთელი ციხე ადვოკატებსაც კი საშინელ ობსტუქციას გვიწყობს - ბასიალაია

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში შესულ ადვოკატებსაც „მთელი ციხე ადვოკატებსაც საშინელ ობსტრუქციას უწყობენ“.

„როდესაც ჩვენ შევედით, მთელი ციხე, ყველა კორპუსი, ორგანიზებულად, ადვოკატებსაც კი საშინელ ობსტრუქციას გვიწყობდნენ. მათი არავის ეშინია, მაგრამ ეს არის მორალური ტერორი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. მათი სურვილია კრიმინალის ხელით მიხეილ სააკაშვილსა და მის დამცველებზე ფიზიკური ანგარიშსწორება“, – აცხადებს ბასილაია.

მისივე თქმით, ასეთ გარემოში სააკაშვილის 15 წლის შვილის მიერ მამის მონახულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ხვალ უკრანული დელეგაციის ვიზიტიც იგეგმება.

„გუშინ 15 წლის ბავშვი ელოდებოდა მამასთან პაემანს. როგორ წამოგიდგენიათ, 15 წლის ბავშვმა იმ კორპუსში როგორ უნდა გაიაროს? ხვალ ჩამოდიან უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები. ლიზა იასკომ და დელეგაციის სხვა წევრებმა იქ როგორ უნდა გაიარონ? მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, იქ როგორ უნდა გაიაროს? მხოლოდ გავლაზე არაა საუბარი – პენიტენციურ სამსახურს პრევენციის არც თავი აქვს და არც სურვილი. ყოველი მორალური ტერორი, ობსტრუქცია და მუქარა მიმართულია სინამდვილეში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების და პოლიციელებისადმი. ეს არის კრიმინალის ხელახლა აღზევება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს მიმართულია მიხეილ სააკაშვილის მკვლელობისკენ“, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, იქ, სადაც სააკაშვილი იმყოფება, დერეფანში გადაადგილება თავისუფალია, შესაბამისად,  სააკაშვილზე თავდასხმის  დაგეგმვისა და ორგანიზების შესაძლებლობა არსებობს.