როდესაც კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყება, თანდათანობით, 600-700 ათასამდე დოზას მივიღებთ – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მაშინ, რომდესაც კორონავირუსზე ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში დაიწყება, საქართველო, თანდათანობით, დაახლოებით 600-700 ათას დოზას მიიღებს.

„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კოვიდის ვაქცინის პლატფორმასთან, რომელსაც „კოვაქს პლატფორმას“ ეძახიან. იცით, რომ საქართველოს ოფიციალური განაცხადი აქვს გაკეთებული და როდესაც, ერთ-ერთი იმ რომელიმე 4-5 ვაქცინიდან, რომელზეც მთავრდება უკვე მესამე ფაზის კვლევა და დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოს (მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოს, ამერიკის წამლის სააგენტოს) მიერ, საქართველო, შესაბამისად, თანდათანობით მიიღებს დაახლოებით 600-700 ათას დოზას. ეს, დიდი ალბათობით, იქნება წლის ბოლოს ან მომავალ წელს, როდესაც კოვიდზე ვაქცინაცია დაიწყება მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი, 211 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.