როდესაც თვითდაზიანებას ეწევა პატიმარი, პასუხისმგებლობა არის თვითდამზიანებელზე - მდინარაძე სააკაშვილზე

პუბლიკა

„როდესაც თვითდაზიანებას ეწევა პატიმარი, ამაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის არის თვითდამზიანებელზე. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც თვითდაზიანებაზე აიღებს პასუხისმგებლობას“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა  „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე იუსტიციის მინისტრის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დრეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ბრეგაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ვერ იქნებიან ვერანაირად პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, რაც მის მიერ არაკალორიული საკვების შერჩევით მიღებასა და სამედიცინო დანიშნულების რეგულარულ არშესრულებაში გამოიხატება.“

„ყველა ქვეყანაში არსებობენ პატიმრები, რომლებიც თვითდაზიანებით არიან დაკავებული, ეს სამწუხარო პრაქტიკაა, მიხეილ სააკაშვილი პირველი არ არის და არც ბოლო იქნება. სულ იყო, არის და იქნება თვითდაზიანებით თავის დახსნის მცდელობები, ამიტომ სახელმწიფო ყოველთვის ცდილობს, რომ აქედან გამომდინარე რისკები შეამციროს, რა თქმა უნდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ყველა პატიმარზე ვრცელდება, მაგრამ ამ პასუხისმგებლობასაც აქვს თავისი ჩარჩო. ძალიან მკაფიოდ რომ ვთქვათ და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ობიექტურად მოფიქრალმა ადამიანმა რატი ბრეგაძის განცხადება სწორად აღიქვა, რომ სახელმწიფოს თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დაიცვას პატიმრის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება უფლებები და ა.შ. რაც ამ ქვეყანაში აბსოლუტურად ზედმიწევნით სწორად ხორციელდება, მაგრამ მეორე საკითხია, როდესაც თვითდაზიანებას ეწევა პატიმარი, ამაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის არის თვითდამზიანებელზე.

არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც თვითდაზიანებაზე აიღებს პასუხისმგებლობას. არათუ საქართველო, არამედ მსოფლიოში ერთ ქვეყანას, ან ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკოთხოთ, რაც არ უნდა სუბიექტური იყოს ეს ადამიანი, რომ თვითდაზიანებაზე რომელი ქვეყანა იღებს პასუხისმგებლობას, ვერც ერთი და არც ერთი. ხომ მეთანხმებით ამაში, რომ ვერც ერთი ქვეყანა თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს“,- განაცხადა მდინარაძემ.