დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთთან კომუნიკაციაში მყოფ ორ ადამიანს,რომელთაგან ერთს ვირუსი აქვს, სახის ნიღბები უკეთიათ, ვირუსისგან ჯანმრთელი 95%-ით არის დაცული. თუ პირბადე მხოლოდ ინფიცირებულს უკეთია, დაცვის ალბათობა 50%-მდე დაიწევს.
„ძალიან გთხოვთ, ყველამ ვატაროთ. მესმის რთულია სიცხეში. მე გუშინ გავისეირნე რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს არც დისტანციას, არც პირბადის ხმარებას.
ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა იხმარო, მაგრამ როდესაც ვიკრიბებით 5-6-7-10 ადამიანი, თუნდაც გარე სივრცეში, აუცილებელია პირბადის ხმარება, იმიტომ, რომ ინფექცია, ჯერჯერობით, ქვეყანაში არის და მისი გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა”, – განაცხადა გამყრელიძემ.