როდის დააბრუნებს „მთავარის“ მიკროფონს თეა წულუკიანი | მინისტრის პასუხი

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, როდის დაუბრუნებს ის ტელევიზიას წართმეულ მიკროფონს, თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ჟურნალისტს ნებისმიერ დროს შეუძლია წაიღოს მიკროფონი.

„რაც შეეხება „მთავარი არხის“ კი არა და, ემა გოგოხიას მიკროფონს, ქალბატონ ემას შეუძლია, ნებისმიერ დროს ჩემგან ეს მიკროფონი წაიღოს ან მე თუ მოვხვდები სამეგრელოში და ,ალბათ, მოვხვდები, ვინაიდან მეორე ტურია, რა თქმა უნდა, შეძლებს მიკროფონის დაბრუნებას. იმიტომ, რომ თქვენ ემა გოგახიამ და თქვენმა ბელადმა, რომელიც ციხიდან გესაუბრებათ, განიცადეთ პოლიტიკური კრახი“, –  განაცხადა თეა წულუკიანმა.