საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არსებული რეგულაციების შემსუბუქების გეგმაზე ისაუბრა.
მისი თქმით, შეიმუშავეს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის გეგმა და პირველ რიგში – ხვალიდან, 25 თებერვლიდან – გაიხსნება სასტუმროები სამთო კურორტებზე.
„ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით. სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან – 25 თებერვლიდან.
რესტორნები შიდა სივრცეში მუშაობას განაახლებენ, შაბათ-კვირის გარდა, ბათუშმი – 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში – 8 მარტიდან.
ამასთან, ძალაში დარჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა.
რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ წესებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება.
კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან.
სპორტული დარბაზები საქმიანობას განაახლებენ 15 მარტიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.