ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში ტრანსპორტის ამუშავების შესახებ შეკითხვებს პასუხობდა.
„იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება რეგულაციები მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს ჩვენი შრომითი უსაფრთხოების სამსახური. ჩვენ გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები მომზადებული და მიმდინარებს განხილვა სხვადასხვა უწყებებთან. როცა შევწონით ყველა იმ რისკს, ასევე დასაშვები ტრანსპორტის რაოდენობას და დასაშვები მგზავრების რაოდენობას რომელსაც ჩვენ ამა თუ იმ ტრანსპორტში შეიძლება დავრთოთ ნება და დაიშვან ამის შემდეგ უკვე მოხდება ამ რეგულაციის დადგენაც, “- ამბობს მინისტრი.
კითხვაზე ახლა რა უშლის მთავრობას ხელს რომ ტრანპორტის ამუშავება შესაბამისი რეგულაციებით დაიწყოს, მინისტრი ამბობს, რომ ეს სოციალური აქტივობების გაზრდის რისკს ქმნის.
„იმ ეპიდსიტიაციიდან გამომდინარე ამ დაშვებით მნიშვნელოვნად ვზრდით სოციალურ აქტივობებს, რომელიც ტრანსპორტის შეზღუდვიდან გამომდინარე ჯერ კიდევ შენარჩუებული გავქვს. შესაბამისად რა თქმა უნდა ეპიდემიის გავრცელების რისკი გაიზრდება, რაც მიგვიყვანს იმ შედეგამდე რომ მოგიწევს რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება და ისევ როგორც მოქალეებს, მთვარობასაც არ აქვს ამის სურვული. ფრთხილი უნდა ვიყოთ რომ არ გახდეს უკან გადასადგმელი ნაბიჯი, “- ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.