როდის რა იხსნება - თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სპორტული კლუბები

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილის მოხსნაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, მარტიდან ეტაპობრივად დაიწყებენ საქმიანობას კულტურული და სპორტული დაწესებულებები. თავდაპირველად რეპეტიციებითა და ვარჯიშით, ხოლო აპრილიდან შესაძლებელი იქნება მაყურებლის თანდასწრებით წრმოდგენებისა და შეჯიბრებების გამართვაც.

„სასკოლო წრეები განახლდება 15 მარტიდან. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან.

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშების განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან. ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას – თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით – 1 აპრილიდან“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა.