ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას საქმიანობას გამოკითხულთა 18% ძალიან კარგად აფასებს, 28% – პასუხობს „კარგად“. 13% ფიქრობს, რომ – „ცუდად“.
პარლამენტის საქმიანობას მოსახლეობის 1% აფასებს ძალიან კარგად, 14% – „კარგად“, 27% – ფიქრობს რომ ცუდად.
პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას მოსახლეობის 2% აფასებს ძალიან კარგად, 12% ფიქრობს, რომ – „კარგად“, 23%-ის პასუხია – „ცუდად“.
კვლევა დაფუძნებულია 2020 წლის დეკემბრის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებზე, ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-24 დეკემბერს.
NDI-ის ინფორმაციით, სატელეფონო ინტერვიუსთვის რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე – სულ 2053 დასრულებული ინტერვიუ.
კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), ასევე კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.1%