79 ქვეყანას შორის ქართველი მოსწავლეები წიგნიერების შედეგებით ბოლოდან მე-8 ადგილს იკავებენ. როგორ დავეხმაროთ შვილებს წერა-კითხვის უკეთ სწავლაში? – სწორედ ამ კითხვის საპასუხოდ „პუბლიკა“ ახალ პროექტს იწყებს.
პროექტის ფარგლებში, დღეიდან შეიქმნა ახალი Facebook-ჯგუფი – წიგნიერი X პუბლიკა. ჯგუფში გამოქვეყნდება ვიდეოინსტრუქციები და სტატიები, რომლებშიც დაწყებითი განათლების სპეციალისტები სხვადასხვა აქტივობის შესახებ მოგვიყვებიან და მშობლებს აუხსნიან, როგორ უნდა იმუშაონ ბავშვებთან სახლის პირობებში.
ინსტრუქციები შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა:
- ფონოლოგიური უნარ-ჩვევების გამომუშავება;
- ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
- გაგება-გააზრება;
- ტექსტების წაკითხვისა და მიღებული ინფორმაციის დამუშავების უნარ-ჩვევების განვითარება.
გახდით ჩვენი ჯგუფის წევრი, გაეცანით რესურსებს, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და დასვით შეკითხვები სწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. ჯგუფს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებიც შემოუერთდებიან და ჩვენ მათთან ერთად შევეცდებით, თქვენს ინტერესს ამომწურავად ვუპასუხოთ.