როგორ დავიცვათ ინტერნეტუსაფრთხოება დისტანციური მუშაობის დროს

პუბლიკა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) სოციალურ ქსელში აქვეყნებს სახელმძღვანელო წესებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ინტერნეტუსაფრთხოება ონლაინმუშაობის დროს.

  • დაშიფრე შენი მონაცემები

  • გამოიყენე ორფაქტორიანი ავტორიზაცია

  • გამოიყენე მხოლოდ დაცული ვებგვერდები

  • გამოიყენე „ვირტუალური პირადი ქსელი”(VPN)

IDFI ასევე აზიარებს ინტერნეტუსაფრთხოების გზამკვლევს, რომელშიც განმარტებულია, როგორ უნდა შევქმნათ საიმედო პაროლი, რომელიც უნდა იყოს გრძელი და ასოების, ციფრებისა და სიმბოლოების კომბინაცია.

მათი რეკომენდაციით, სასურველია, თუ პაროლისთვის არ გამოვიყენებთ პირად ინფორმაციას, არ გავიმეორებთ სხვა ანგარიშებსა და ვებგვერდებისთვის, ხშირად შევცვლით და არ გავუზიარებთ მას სხვა ადამიანებს. უსაფრთხოებისთვის, სასურველია, თუ ანგარიშებზე დავაყენებთ არაავტორიზებული შესვლისგან დამცავ საშუალებებს და დავშიფრავთ ჩვენს მონაცემებსა და ელექტრონულ ფოსტას.

ინტერნეტუსაფრთხოების გზამკვლევი ვრცლად იხილეთ აქ.