როგორც სამთავრობო ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომელიც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციებს უყრის თავს, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირებისას დაფინანსება შემდეგნაირად ხდება:
დაავადების სიმპტომების არსებობისას, თუ კი ექიმის მიერ ეჭვი იქნება მიტანილი ახალ კორონავირუსზე, სადიაგნოსტიკო კვლევები, მათ შორის სპეციფიკური, ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
შესწორება: აღნიშნულ ვებგვერდზე თავდაპირველად გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მოქალაქეებს სხვა ტიპის ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში თანაგადახდით (საყოველთაოს პაკეტის პირობებიდან გამომდინარე) ან თვითდაფინანსებით (თუ არ სარგებლობს არცერთი სახის დაზღვევით) მოუწევს სარგებლობა.
მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. შემდეგ კი სხვა ტიპის ვირუსთან დაკავშირებით ჩანაწერი ვებგვერდიდან წაშალეს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 5 დღეს დადასტურდა.