როგორ გავიგოთ ორიგინალია თუ არა ჩვენი სმარტფონი

დღევანდელ ციფრულ სამყაროში მობილური ტელეფონები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მათ კომუნიკაციისთვის, გართობისა და ყოველდღიური საქმის შესრულებისთვისაც კი ვიყენებთ. სმარტფონებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ბაზარზე გაჩნდა ტელეფონის ყალბი მოდელებიც, რომლებიც ორიგინალის იდენტურია. ყველაზე დამაბნეველი ის ფაქტორია, რომ ხშირად ყალბი სმარტფონების ფასი არ ჩამოუვარდება ორიგინალისას, თუმცა გარკვეული დროის შემდგომ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ტელეფონი არც გამძლეა და არც ხარისხიანი.

სწორედ ამ მიზეზების გამო აუცილებელია, რომ მომხმარებელმა იცოდეს განსხვავება ორიგინალსა და ყალბ მობილურ ტელეფონებს შორის, სანამ მათ შეძენას გადაწყვეტს. ამ სტატიის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა – დავეხმაროთ მომხმარებლებს მობილური ტელეფონების ხარისხის გარკვევაში.

ტელეფონის ხარისხის დადგენის გზები

შეამოწმეთ შეფუთვა:

ტელეფონის შეფუთვა არის პირველი რამ, რასაც უნდა დავაკვირდეთ. შეფუთვა განსაზღვრავს შესაძენი პროდუქტის ავთენტურობას. ორიგინალი მობილური ტელეფონები მაღალხარისხიანი შეფუთვითაა წარმოდგენილი, შეფუთვაზე კი დატანილია ბრენდის ლოგო, ფერი და დიზაინი. რაც შეეხება ყალბ მობილურებს, მათი შეფუთვის ხარისხი შედარებით დაბალია, აკლია ბრენდის ლოგო ან სახელი.

დააკვირდით ტელეფონის აწყობის ხარისხს:

ტელეფონის აწყობის ხარისხი ასევე არსებითი ფაქტორია მისი ავთენტურობის დადგენისათვის. ორიგინალი ტელეფონები დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალით, რომელიც მას გამძლეს ხდის. ყალბი ტელეფონები კი დამზადებულია დაბალი ხარისხის მასალით, ამიტომ, კარგი იქნება, თუ შეამოწმებთ ტელეფონის კონსტრუქციას, დასამზადებელ მასალასა და წონას. 

შეამოწმეთ Software და Hardware:

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მობილური ტელეფონის იდენტიფიცირებისათვის არის მისი software და hardware-ის შემოწმება. ორიგინალ პროდუქციას ეს უკანასკნელები ინტეგრირებული აქვს ბრენდის სპეციფიკასთან. რაც შეეხება ყალბ ტელეფონებს, მატ შეიძლება ჰქონდეთ software & hardware-ის სხვადასხვა კომპონენტები, რომლებიც ბრენდის სტანდარტებს არ შეესაბამება. ამიტომაც, შეამოწმეთ ტელეფონის software ვერსია, პროცესორი, ოპერატიული თუ შიდა მეხსიერება მის ავთენტურობაში დასარწმუნებლად.

შეამოწმეთ IMEI ნომერი:

ყველა მობილურ ტელეფონს აქვს უნიკალური საერთაშორისო მობილური მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომერი (IMEI), რომელიც განსაზღვრავს მოწყობილობას. თუკი გსურთ, დაადგინოთ ორიგინალია თუ არა თქვენი მობილური ტელეფონი, მაშინ შეამოწმეთ მისი IMEI ნომერი.

სად ამოვიკითხოთ ტელეფონის IMEI ნომერი?

ტელეფონის IMEI ნომრის ამოკითხვას შეძლებთ ტელეფონის ყუთზე, ბატარეაზე, ან კლავიატურაზე მოცემული ციფრების აკრეფით: *#06#. IMEI-ს ნომრის გაგების შემდგომ, შეამოწმეთ ეს უკანასკნელი ბრენდის ოფიციალურ ვებსაიტზე ან გამოიყენეთ IMEI-ს შემოწმების ონლაინ საშუალებები.

შეამოწმეთ წყლის დაზიანება:

წყლის დაზიანება მობილური ტელეფონების საერთო პრობლემაა. ორიგინალ ტელეფონებს აქვს წყალგამძლე ან წყალგაუმტარი ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც ნაკლებად მგრძნობიარეა ტელეფონი წყლის მიმართ. თუკი მობილური ტელეფონის მწარმოებელი ბრენდი ამბობს, რომ მოცემული მოდელი წყალგამძლეა, თუმცაღა პრაქტიკაში, წყალთან შეხებისას, ტელეფონი დაზიანდა, მაშინ დიდი ალბათობით ყალბი ტელეფონი შეგიძენიათ.

მოიძიეთ ბრენდის სპეციფიკური მახასიათებლები:

მობილური ტელეფონების ყველა ბრენდს აქვს უნიკალური მახასიათებლები და ფუნქციები, რომლებიც მას სხვებისაგან გამოარჩევს. სწორედ ამ მიზეზის გამოა საჭირო, რომ შეამოწმოთ ბრენდის სპეციფიკური ფუნქციები, როგორებიცაა:

  1. თითის ანაბეჭდის სენსორი
  2. სახის ამოცნობა
  3. სტილუსის კალმები

ყალბ ტელეფონებს, შესაძლოა, არ ჰქონდეთ მოცემული მახასიათებლები, ეს კი პირდაპირი იდენტიფიკატორია იმისა, რომ თქვენი ტელეფონი ყალბია.

შეამოწმეთ ფასი:

ყალბი მობილური ტელეფონების ფასი ხანდახან საგრძნობლად განსხვავდება ორიგინალის ფასისაგან. თუკი გადაწყვეტთ ტელეფონის ფიზიკური პირისაგან შეძენას, თუმცა აღმოაჩენთ, რომ გარიგება ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს – მართალიც იქნებით. შეამოწმეთ ტელეფონის ღირებულება ბრენდის ოფიციალურ ვებსაიტზე, რათა მის ავთენტურობაში დარწმუნდეთ. 

უფრო რთულადაა საქმე, თუკი ყალბ ტელეფონს ზუსტად იგივე ფასი აქვს, რაც ორიგინალს. მოცემულ შემთხვევაში სწორედ იმ ხერხებით უნდა იხელმძღვანელოთ, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ.

შეამოწმეთ გადამყიდველი პირი:

ყოველთვის შეიძინეთ ტელეფონი ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელთან, ავტორიზებულ გამყიდველთან ან სანდო ადამიანებისაგან, რომლებსაც პროდუქციის გაყიდვისა და კმაყოფილი მყიდველების გამოცდილება აქვს და ამის დადასტურება შეუძლია. მოერიდეთ ტელეფონის შეძენას არაავტორიზებული ონლაინ გამყიდველებისაგან, რომლებიც ყალბ პროდუქტებს ყიდიან.

ამასთან, ყალბი მობილური ტელეფონის მწარმოებლები განგებ არჩევენ ისეთ ბრენდებსა და მოდელებს, რომლებიც პოპულარულია და არ არის მარაგში. გაითვალისწინეთ ეს ფაქტორი და უფრთხილდით ონლაინ გადამყიდველებს. არ ენდოთ ვიდეოსა და ფოტოში ნანახ პროდუქტს და შეამოწმეთ იგი საკუთარი თვალით, მანამ, სანამ თანხას გადარიცხავთ.

შეამოწმეთ ბატარეა და დამტენი:

ყურადღებით დააკვირდით ტელეფონის ბატარეასა და დამტენს. ყალბ ტელეფონს არასდროს მოჰყვება ორიგინალი ბატარეა და დამტენი დაბალ ფასად. ორიგინალი ტელეფონის ბატარეასა და დამტენს მოჰყვება ბრენდის ლოგო, სახელი და სპეციფიკა. თუკი მოხდა ისე, რომ ტელეფონის ბატარეასა და დამტენს იგივე ფასი და ბრენდიგი აქვს, რაც ორიგინალს, მაშინ შეამოწმეთ მატი ავთენტურობა სერიული ნომრების ან QR კოდის შემოწმებით. მათ იხილავთ შეფუთვაზე ან თავად მოწყობილობაზე. ამასთან, შეგიძლიათ ბატარეის სიმძლავრე და ძაბვა ბრენდის ოფიციალურ მახასიათებლებს შეადაროთ და დარწმუნდეთ მათ სინამდვილეში.

გარანტია

ყოველთვის დაჟინებით მოითხოვეთ წერილობითი 12 თვიანი გარანტიის ფურცელი. არასდროს ენდოთ ზეპირ შეთანხმებას. ყალბ ტელეფონებს უფრო მოკლე საგარანტიო პერიოდი აქვთ, რადგანაც ისინი ვერ იძლევიან გარანტიას, რომ ტელეფონი 12 თვე გაძლებს. 

პრევენციის გზები

აირიდეთ თავიდან ნაღდი ანგარიშსწორება, რადგანაც ონლაინ გადარიცხვით შესაძლებელია გადახდის ნახვა და იმის დადასტურება, რომ თანხა ნამდვილად გადარიცხულია. საკრედიტო ბარათების გამოყენება მოცემული გადარიცხვისთვის ნამდვილად ხელსაყრელია, რადგანაც შემდგომში, ყალბი ტელეფონის შეძენის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაიწყოთ დავა და ტრანზაქციები წარადგინოთ. 

თანაც, გადახდის ციფრული საშუალებების უმეტესობა გარკვეულ დაცვას გვთავაზობს თაღლითური ვაჭრებისგან.

ამასთან, მოსთხოვეთ გამყიდველს შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი და საქონლის დეტალური აღწერა, რათა წინასწარ თავი დაიზღვიოთ და შეინახოთ მოცემული საბუთები მტკიცებულების სახით.

შეჯამება

თუკი მობილური ტელეფონის ხშირი მომხმარებელი ხართ და სმარტფონი თქვენს სამუშაო თუ სოციალურ სივრცეში ინტეგრირებულია, მაშინ ყალბი მოწყობილობის შეძენა მნიშვნელოვნად გაგირთულებთ ცხოვრებას. თუკი გსურთ გამძლე, ხარისხიანი და სასურველი მობილურის შეძენა, აუცილებელია, იცოდეთ სხვადასხვა ხერხი ორიგინალი ტელეფონის ამოსაცნობად. ამგვარად, დაზოგავთ თანხას, არ მოტყუვდებით და ტელეფონით სარგებლობას მინიმუმ 12 თვე მაინც გააგრძელებთ. ახლა კი შეგიძლიათ, იხილოთ ტელეფონების დიდი არჩევანი და მოცემული რჩევების გათვალისწინებით შეიძინოთ სასურველი მოდელი.