როგორ ნაწილდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 241;
  • იმერეთი – 98;
  • თბილისი – 62;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი -15;
  • სამცხე-ჯავახეთი – 9;
  • გურია – 7;
  • შიდა ქართლი – 7;
  • კახეთი – 2;
  • იმპორტირებული – 6.

„ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 6640 კოვიდინფიცირებული. მათგან 52% გამოჯანმრთელებულია. პაციენტების აქტიური ქეისია 3155 ამჟამად, აქედან 35 არის კრიტიკულად მძიმე, მათ შორის 33 იმყოფება მართვით სუნთქვაზე, 9 გახლავთ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის შეფასებით, კორონავირუსის შემთხვევების მატება ტესტირების ზრდამ განაპირობა. ენდელაძე ვარაუდობს, რომ აქტიური ტესტირების შედეგად, ნელ-ნელა ინფიცირებულთა რაოდენობა დაიკლებს.

„უკვე ვნახეთ, რომ ტემპერატურაზე ვირუსი მაინცდამიანც არ რეაგირებს. ზამთარი მეტად გასაფრთხილებელია, დახურულ სივრცეში ვართ უმეტესად, არ იქნება განიავება და ა.შ.“,  – განაცხადა მარინა ენდელაძემ.