თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა – 259;
- თბილისი – 111;
- იმერეთი – 91;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 25;
- გურია – 8;
- ქვემო ქართლი – 5;
- მცხეთა-მთიანეთი – 5;
- შიდა ქართლი – 2;
- კახეთი – 2;
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 4 პაციენტიდან 2 აჭარაში გარდაიცვალა, ერთი თერჯოლაში, ერთი კი – თბილისში. მისივე თქმით, 4-ვე ხანდაზმული იყო, მძიმე თანმხლები დაავადებებით.
მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში სულ 58 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, მათგან 8 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.
საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 348 ადამიანი, გარდაიცვალა 4.
stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 9 753;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5 235;
- მათ შორის გარდაცვლილი – 62;
- კარანტინის რეჟიმში – 5 655;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 1 230;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.