როგორ ნაწილდება მოსახლეობის მხარდაჭერა მეორე ტურების წინ - IPSOS-ის კვლევა

პუბლიკა

IPSOS-გლობალმა “მთავარი არხის” დაკვეთით დიდი ქალაქებში კვლევა ჩაატარა, სადაც მოსახლეობას დაუსვა კითხვა – “მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?”

ტელეკომპანია „მთავარის” ინფორმაციით კვლევის შედეგები ასეთია:

თბილისი:

  • ნიკა მელია – 48,4%
  • კახა კალაძე – 51,6%

ზუგდიდი:

  • ანზორ მელია – 54,7%
  • მამუკა წოწერია – 45,3%

რუსთავი:

  • დავით კირკიტაძე – 53,1%
  • ნინო ლაცაბიძე – 46,9%

ქუთაისი:

  • ხატია დეკანოიძე – 51,7%
  • იოსებ ხახალეიშვილი – 48,3

ბათუმი:

  • გიორგი კირთაძე – 51,3%
  • არჩილ ჩიქოვანი – 48,7%

კვლევა ჩაატარა IPSOS-გლობალმა, “მთავარი არხის” დაკვეთით. გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპოდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 3%-ია.