როგორ სრულდება ევროკავშირის 12 პირობა - GRASS შეფასებას აქვეყნებს

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-მა დღეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პირობის შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის შეფასებით, 12 პირობიდან ამ დრომდე საქართველოს არ შეუსრულებია 6 პირობა, ნაწილობრივ შეასრულა – 3; მეტწილად შეასრულა 2 პირობა, ხოლო ერთი პირობა სრულად შესრულებულია.

კანდიდატის სტატუსმეტრი:

  1. დეპოლარიზაცია – არ შესრულდა;
  2. საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები – ნაწილობრივ შესრულდა;
  3. დამოუკიდებელი სასამართლო არ შესრულდა;
  4. ანტიკორუფციული ზომები – ნაწილობრივ შესრულდა;
  5. დეოლიგარქიზაცია – არ შესრულდა;
  6. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა – მეტწილად შესრულდა;
  7. მედიის თავისუფლება – არ შესრულდა;
  8. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა – არ შესრულდა;
  9. გენდერული თანასწორობა – მეტწილად შესრულდა;
  10. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა – ნაწილობრივ შესრულდა;
  11. ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება – შესრულდა
  12. დამოუკიდებელი სახალხო დამცველი – არ შესრულდა.