მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა მღვდელმსახურმა, თეოლოგმა ბასილ კობახიძემ ტელეკომპანია „მთავარ არხთან” ინტერვიუში ისაუბრა, რა უნდა გაეკეთებინა ეკლესიას COVID-19-ის გავრცელების პირობებში.
მისი განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მრევლისთვის უნდა განემარტა, რომ ასეთ დროს რიტუალებს მნიშვნელობა არ აქვს და ეკლესიები დაეხურა.
„აღაპეზე (ქრისტიანულ, საღვთო სიყვარულზე) უნდა ელაპარაკა.
უნდა ეთქვა, რომ რიტუალებს მნიშვნელობა არ აქვს. შაბათი ადამიანისთვის არის და არა ადამიანი შაბათისთვის.
უნდა ეთქვა, რომ დავკეტოთ ეკლესიები.
უნდა ეყიდათ საკვები და გაჭირვებული ადამიანებისთვის, ვისაც ფული არ აქვს, ვისაც არ აქვს სახლი, ის დაესახლებინა ცალ-ცალკე კელიებში, მონასტრებში. ან დაექირავებინა სასტუმროები, გაეკეთებინათ ქველმოქმედება.
ასევე ადამიანები, სასულიერო პირები და ბერ-მონაზვნები, ვისაც მაგის ვაჟკაცობა აქვთ, სანიტრებად წასულიყვნენ”, – თქვა ბასილ კობახიძემ.