როგორც ჩანს, ბევრი მოწიეს – მდინარაძე „გირჩის“ ინიციატივაზე

პუბლიკა

„ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, როგორც ჩანს, ბევრი მოწიეს“, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე „გირჩის“ ინიციატივაზე.

დღეს „გირჩმა“ წინასაარჩევნოდ სამი ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, „გირჩი“ მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას მისცემს ხმას, „Tesla“-ს ავტომობილებს გაათამაშებს.

„არის თუ არა მოსყიდვა, ამაზე შემდეგ ვიმსჯელოთ, როცა რეალურად შეუდგებიან საქმეს და ვთქვათ, თუ რამდენად შეიცავს ის კონკრეტული ქმედების ნიშნებს, რაც არ ჯდება კანონში. ამ ეტაპზე შეგვიძლია, მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ეს ადამიანები ბევრს ეწევიან და ჯობს ცოტა მოუკლონ“,  – განაცხადა ჟურნალისტებთან მამუკა მდინარაძემ.