როგორც ჩანს, დიდი ვალი აქვს სააკაშვილის და კომპრომატებით მართავს | პრემიერი გახარიაზე

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სააკაშვილის მიზანია დესტაბილიზაცია, ის მსჯავრდებულია და ჩამოსვლისთანავე დააკავებენ.

მას ასევე ჰკითხეს აზრი გახარიას განცხადებაზე, რომელიც მან ივანიშვილის შესახებ გააკეთა. გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მისი და საზოგადოების ნდობა არ გაამართლა.

ღარიბაშვილმა გახარიას გაბრიყვებული უწოდა და განაცხადა, რომ ის სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა.

„ძალიან გაბრიყვებულია გახარია. დაკარგა სახე, თავი და ყველაფერი დაკარგა ამ ადამიანმა. სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა გახარია და ეს მარტივი წასაკითხია. უამრავი ინფორმაცია არსებობს და, როგორც ჩანს, დიდი ვალი აქვს სააკაშვილის მიმართ და კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს. ის არის კლასიკური მოღალატე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.