„როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური ბრძოლა უაღრესად ბინძური იქნება“ ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ახლა გაიგო თუ არა მან „იმედის“ შესახებ, რომლის სარედაქციო პოლიტიკა სახელისუფლებოა, გახარიამ უპასუხა, რომ პრობლემა არაა, რაც „იმედმა“ წარსულში გააკეთა. მისი თქმით, პრობლემა არის ის, რისი გაკეთებაც მათ მოუწევთ.
„რა თქმა უნდა, ტელეკომპანია „იმედში“ ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს. პრობლემა არ არის „იმედმა“ რაც აქამდე გააკეთა, პრობლემა ის არის, რაც მათ ამიერიდან მოუწევთ გააკეთონ. მე ეს მწყინს. მე ვგულისხმობ, რომ, როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური ბრძოლა უაღრესად ბინძური იქნება“, – თქვა მან.