„როგორც ჩანს, მთავრობის განცხადებებმა წაახალისა ლგბტქი თემის  წინააღმდეგ საზარელი ძალადობა“ - ევროპარლამენტარი

პუბლიკა

ევროპარლამენტარები 5 ივლისს თბილისში განვითარებულ ძალადობის ფაქტებს ეხმაურებიან.

ევროპარლამენტის წევრი ტეის როიტენი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებებმა ძალადობა წაახალისა და „თბილისი პრაიდის“ მრავალი მშვიდობიანი აქტივისტის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

„უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ხელისუფლებით. ყველას დაცვის ნაცვლად, როგორც ჩანს, მთავრობის განცხადებებმა წაახალისა ლგბტქი თემის  წინააღმდეგ საზარელი ძალადობა და საფრთხეში ჩააგდო „თბილისი პრაიდის“ მრავალი მშვიდობიანი აქტივისტის სიცოცხლე. სამარცხვინოა!“, – წერს ევროპარლამენტის წევრი ტეის როიტენი.

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი კი აცხადებს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რომ შესაძლო ევროპული პერსპექტივა ღირსებას, პატივისცემას და ცვლილებას გულისხმობს.

„საქართველოში მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რომ შესაძლო ევროპული პერსპექტივა ღირსებას, პატივისცემას და ცვლილებას გულისხმობს. მოდით, ყველა ქართველს შევუნარჩუნოთ ევროპული ოცნება“, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.