როგორც ჩანს, სტატუსს დათქმებით უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ, თუმცა საქართველოზე კვლავ კითხვის ნიშნებია - RFE/RL-ის ჟურნალისტი

პუბლიკა

„რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) ჟურნალისტი ბრიუსელიდან, რიკარდ იოზვიაკი Twitter-ის გვერდზე წერს, რომ დღეს ევროკომისიაში საორიენტაციო დისკუსია გაიმართა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესახებ.

„როგორც ჩანს, სტატუსს დათქმებით უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ, თუმცა საქართველოზე კვლავ კითხვის ნიშნებია. გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი, ხოლო წევრი სახელმწიფოები საბოლოო ვერდიქტს შემდეგ კვირაში გამოიტანენ“, – წერს Twitter-ის პირად გვერდზე იოზვიაკი.

European Commission today had an orientation debate on the membership application of #Ukraine, #Moldova and #Georgia today. looks like candidate status with conditions for ???? but still question marks about ??. decision on Fri & member states to give final verdict nxt week

— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) June 13, 2022