ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, დიდი ალბათობით, უკრაინამ ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგო და რუსი სამხედროები საკუთარ პოზიციებს ტოვებენ.
„როგორც ჩანს, უკრაინამ ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგო. უკრაინულმა სამხედრო ძალებმა არ მისცეს რუსულ არმიას საშუალება ალყა შემოერტყა ხარკოვისთვის. შემდეგ კი რუსული ძალები განდევნეს ქალაქის შემოგარენიდან სწორედ ისე, როგორც ეს კიევის შემთხვევაში გააკეთეს“, – ვკითხულობთ ISW-ის ანგარიშში.
უკრაინის შეირაღებული ძალების გენშტაბი ადასტურებს ინფორმაციას ხარკოვიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ.