„ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების ფაქტს ეხმაურება.
“მე შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც მე მქონდა მოსკოვში, რუსმა პოლიტიკოსებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ხელი შეეწყოთ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად გათავისუფლებისთვის. ეს, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ორი დღის წინ, ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა რუდენკომ. სასამართლო პროცესის ნაადრევად, პარასკევს დანიშვნამ, მე გამიჩინა მოლოდინი, რომ გათავისუფლების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდებოდა. როგორც ჩანს, წარმოიშვა დამატებითი პრობლემა პროცესზე, რომლის გათვალისწინებაც მე არ შემეძლო. მე გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას”,- ნათქვამია ბურჯანაძის განცხადებაში, რომელსაც „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.
ნინო ბურჯანაძემ რამდენიმე დღის უკან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ცხინვალის ციხეში მყოფ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს პარასკევს, 13 დეკემბერს გაათავისუფლებდნენ.
ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა – „რადიო თავისუფლება“
13 დეკემბერი, 2019
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში დატოვა.
ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში უკვე თვეზე მეტი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას განიხილეს. საქართველოსთან ერთად ეს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ვაჟა გაფრინდაშვილის შემდეგი ე.წ. სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება – ასათიანი
13 დეკემბერი, 2019
სხდომა გადაიდო. მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ საზღვარს – გაფრინდაშვილის შვილი
13 დეკემბერი, 2019