როგორც ექიმი, ვამბობ, უნდა მოხდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მაღალპროფესიული მხარდაჭერა - ლადო კახაძე

პუბლიკა

„უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ყველანაირი პროფესიული უნარჩვევების მქონე დაწესებულებაში უნდა იყოს [გდაყვანილი], რომელიც არის უზრუნველყოფილი ყველაფრით. სადაც მის [სააკაშვილის] ჯანმრთელობას უკეთ მოუვლიან და უფრო გამოცდილი ხალხია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პარლამენტში უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჯურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიხელ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის კუთხით ყველა მხრივ.

„როგორც ექიმი ვამბობ, რომ უნდა მოხდეს მაღალპროფესიული მხარდაჭერა სიცოცხლის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფისათვის“, – განაცხადა ლადო კახაძემ.


დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ განახცადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებთან შეხვედრის დროს გონება დაკარგა.

მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა, შიმშილობს.

გუშინ 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე.

დასკვნის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რა პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.