დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგანტოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღება.
„ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით, ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც ეს საკითხი განიხილება. ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12-დან ზემოთ მოზარდებს. ცრიან, ძირითადად, „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან ამ ორ ვაქცინაზე ამ ასაკში კლინიკური კვლევა დიდი ხანია, დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, დავიწყებთ აცრას. ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრას“, – განაცხადა გამყრელიძემ.