როგორც ქართველებს ძალიან გვიყვარს, ვაქცინაციის პროცესშიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით - ტიკარაძე

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა – იქნება თუ არა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ვაქცინა მაშინ, როცა რომელიმე ვაქცინის ეფექტურობა კვლევებით დამტკიცდება?

„თქვენ იცით, რომ თებერვლის თვეში, როცა პირველი კოვიდინფექცია დაფიქსირდა, საქართველო იყო ერთ ერთი პირველი ქვეყნა, რომელსაც ადგილზე შეეძლო პაციენტების მომსახურება და დიაგნოსტირება. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვართ ჩართული ყველა იმ აქტივობაში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულია და თუ ეს ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, როგორც ქართველებს ძალიან გვიყვარს, ამ ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.