როგორც ქართველი თამადა იტყოდა - გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს - ნორვეგიის ელჩი

პუბლიკა

ნორვეგიის ელჩი,  ელენე სანდ ანდრესენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მან 26 მაისი  საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და ქართველ ხალხს ვიდეომიმართვის მეშვეობით მიულოცა.

„ჩვენ იმედით მოველით, რომ ოქტომბერში სამართლიანი საარცევნო პროცესი იქნება” – განაცხადა მან.

ანდერსენის თქმით, ის მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას პანდემიის დროს. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ექიმებს და ხალხს პანდემიასთან წარმატებული ბრძოლისთვის და ქართულ ენაზე წარმოთქვა “როგორც ქართველი თამადა იტყოდა – გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს”.