როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი – გიორგი რურუა

პუბლიკა

როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი, – ასე მიმართა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე მოსამართლე რომან ხორავას. გიორგი რურუას სხვა ადვოკატებთან ერთად ნიკა გვარამიაც იცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი რურუა დააკავა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.