როგორც ვხედავთ, „ომიკრონი" სეზონური ტიპის გრიპად გადაიქცევა - აზარაშვილი

პუბლიკა

„როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, „ომიკრონი” ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე, როგორც სეზონური გრიპი, ასეთი ტიპის გრიპად გადაიქცევა, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახლის პირობებში იმკურნალონ და მივცეთ სწორი რეკომენდაციები, სახლის პირობებში როგორ უნდა იმკურნალონ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა [სტილი დაცულია].

მისივე თქმით, იგეგმება სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ვიდეორგოლების მომზადებაც.

„ვა­პი­რებთ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნია გა­ვა­კე­თოთ – ვიდეორგოლები, თუ რო­გორ უნდა იმ­კურ­ნა­ლონ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, უფრო მეტი კომუნიკაცია რომ გვქონდეს მოსახლეობასთან…

ხოლო იმ კა­ტე­გო­რი­ას, რო­მე­ლიც არის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით ან მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფ­ში, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ უკვე ვთა­ვა­ზობთ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას და თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა, იქაც მაქ­სი­მა­ლურ კონ­სულ­ტა­ცი­ას წუვევთ – უკუკავშირიც ხდება, დარეკვაც და მოკითხვაც.

…ბოლო ერთ კვი­რა­ში და­ვა­მა­ტეთ დიდი ოდე­ნო­ბა ოჯა­ხის ექი­მე­ბი­სა, რათა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცია რომ გა­უ­წი­ონ მო­ქა­ლა­ქე­ებს. ასე­ვე, ქოლ­ენტრის ოპე­რა­ტო­რე­ბი და ბოლო კურსის სტუდენტები და რეზიდენტები, ვინც გვეხმარებიან “, – გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.


„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით – უფროსი თაობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით. მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“. აქედან გამომდინარე, არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ომიკრონი“ ტელიფოციტების სისტემაზე ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს „ომიკრონი“ და ამან შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თავი დავიცვათ „ომიკრონისგან“, როგორც ვიცავდით თავს „დელტასგან“. ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ და სადაც საჭიროა, ყველგან, პირბადე ვატაროთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.